მთავარი გვერდი

ჩვენს შესახებ

კონტაქტი

პროდუქცია&სერვისი

სიახლეები

VIP განყოფილება

 

ამერიკელი მეცნიერები იკვლევენ მოსახლეობის ჩვევებს ჰიგიენის დარგში.

უფროსი ასაკის ამერიკელების 91% ამტკიცებს,რომ ყოველთვის  იბანს ხელს ტუალეტით სარგებლობის შემდეგდეგ.მაგრამ მხოლოდ 83% აკეთებს ამას! ამასთან, ქალები უფრო მეტი შეგნებით ეკიდებიან ჰიგიენის საკითხებს. ეს არის  მიკრობიოლოგიის ამერიკული ასოციაციის(ASM) 2005 წ-ლის აგვისტოს თვეში ჩატარებული გამოკვლევების ძირითადი შედეგები,რომლებიც სექტემბერში იყო წარმოდგენილი ვაშინგტონში.

ამ გამოკვლევების ჩარჩოებში იქნა გამოკვლეული 6336 ზრდასრული ადამიანის ქცევა საზოგადოებრივ ადგილებში,მათგან 3206 მამაკაცი და 3130 ქალი იყო. ამასთან უნდა აღრიცხულიყო ტუალეტით სარგებლობის შემდეგ ყოველი ხელის დაბანა.გამოკვლევა ჩატარდა 4 მსხვილი ქალაქის 6 მსხვილ საზოგადოებრივ ადგილას,მათ შორის ნიუ-იორკის ცენტრალურ სადგურში და ჩიკაგოს ორ მუზეუმში.

 დაკვირვებების მიხედვით  ქალების 90% და მამაკაცების 75% იბანს ხელს ტუალეტით სარგებლობის შემდეგ. შედარებისთვის,2005ქ-ის აგვისტოში 1013 ზრდასრული ადამიანის სატელეფონო გამოკითხვამ აჩვენა ,რომ  უმეტესობა იბანს ხელს  საზოგადოებრივი ტუალეტით სარგებლობის შემდეგ(91%),სახლის ტუალეტით სარგებლობის შემდეგ(83%),საკვების მომზადების და მიღებისას(77%),საბავშვო საფენის გამოცვლისა შემდეგ(73%). უფრო იშვიათად იბანენ ადამიანები ხელს ცხოველებთან (ძაღლი, კატა) კონტაქტის შემდეგ(42%),ფულის კუპიურებთან შეხებისას (21%),ხველებისას (32%).

ეს შედეგები გამოქვეყნებული იყო სუფთა ხელების ნაციონალური კვირეულის პრესკონფერენციაზე იმისთვის,რომ გაემახვილებინათ ყურადღება იმ ფაქტზე,რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და უბრალო საშუალება აირიდო ავადმყოფობა და დაიცვა ახლობლები ინფექციისგან-- არის ხელების დაბანა.

‘’მიკრობიოლოგიის ამერიკული ასოციაცია მონაწილეობდა კამპანიებში 1996წ-დან,რომლებიც დაინტერესებული იყო საზოგადოება გაენათლებინა ამ სფეროში. და ეს შეტყობინება იყო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლოზუნგი“,განაცხადა მეცნიერების დოქტორმა ჯუდი დელიმ.

ეს ლოზუნგი არის Tork-ის წინადადების მნიშვნელოვანი შემადგენელი. ჩვენი კლიენტები,ისეთები როგორებიც არიან ოფისები,სასწავლო დაწესებულებები-არიან ბაქტერიების მაღალი გავრცელების ადგილები.

ბაქტერიები ვრცელდება:

-ხელის ჩამორთმევისას

-ისეთ საგნებზე შეხებისას,როგორებიცაა,მაგალითად, კარის სახელური.

-საკვების მიღებისას

-ჰაერ-წვეთოვანი (ხველა, დაცემინება) დროს

ჩვენ გვახსოვს,რომ ხელის დაბანა-არის ინფექციების გავრცელების რისკის შემცირების საშუალება.ხელის დაბანა ამცირებს რისკს, მაგრამ იგი მხოლოდ ნახევარი გზაა წარმატებამდე!

ვინაიდან ბაქტერიები ვრცელდება თბილ და ნესტიან გარემოში, აუცილებელია ხელების გულმოდგინე გამშრალება.ხელების ეფექტური გამშრალება ამცირებს მიკროსკოპული ბაქტერიების რაოდენობას,რომლებიც ხელის დაბანის შემდეგაც რჩება.

Tork-ის შემოთავაზება შეიცავს არა მხოლოდ ჰიგიენურ დისპენსერებს და მაღალხარისხიან პროდუქციას,არამედ ხელის ჰიგიენის  სწავლების  სპეციალურ  პროგრამებს. ეს პროგრამები დაფუძნებულია ჩვენს ფართო გამოცდილებაზე  ხელის ჰიგიენის დარგში და დამუშავებულია სპეციალურად იმისთვის, რომ გაუწიონ მოტივაცია თანამშრომლებს სამუშაო ადგილას ჰიგიენის დაცვასში.

ახალი წინადადება Tork-ისაგან - ხელსახოცები ლოგოტიპით.